აქცია ბობოყვათში

13 ივნისი 2016, 00:00 4390 ნახვა

საპროტესტო აქცია ბობოყვათში. მოსახლეობამ სოფლის ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივები ავტობანის რომელიმე მონაკვეთთან სოფლის გზის შეერთებას მოითხოვენ. მოსახლეობის პრეტენზია დაზიანებულ გზასაც უკავშირდება, მათი თქმით, ტერიტორიაზე მაღალი გამავლობის სატვირთო მანქანები მოძრაობენ, რის გამოც სოფლის გზა ამორტიზებულია. აქციის მონაწილეებს ქობულეთის გამგებელი შეხვდა. სულხან ევგენიძის განცხადებით, დაზიანებული გზის რეაბილიტაციას ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანია ერთ კვირაში დაიწყებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი