სხდომა უსკოში

13 ივნისი 2016, 00:00 3059 ნახვა

უსკოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, მას 13-ვე წევრი ესწრებოდა. პარტიებმა დღეს კომისიის წევრები წარადგინეს.  “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმის საარჩევნო ოლქის ყოფილი თავმჯდომარე კახაბერ ჯაიანი, “ქართულიმა ოცნებამ” ფიქრია აფაქიძე, “თავისუფალმა დემოკრატებმა” შორენა ჭაღალიძე, “დემოკრატიულმა მოძრაობამ” ნუგზარ ბაჯელიძე, მოძრაობა  “მრეწველობა გადაარჩეენს საქართველომ” კი მამუკა ჯაში წარაგინა. მამუკა ჯაში უსკოს წევრობის ვაკანტურ ადგილზე მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ორჯერ წარუდგინა, თუმცა მისი არჩევა ვერ მოხდა. სხდომას უკვე მეორედ ესწრებოდნენ “რესპუბლიკური პარტიიდან” – მაკა ლომაძე და “საქართვრელოს კონსერვატიული” პარტიიდან ირაკლი გვარამია. დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელეს იმ საკითხზე, რომელიც პირველი სხდომის დღის წესრიგიდან ქვორუმის არ არსებობის გამო ამოიღეს. საკითხი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრას ეხებოდა. ასევე განისაზღვრა წევრების, დამკვირვებლებისა და მედია საშუალებების საარჩევნო საშვების დიზაინიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი