სამხატვრო  ხელმძღვანელების  შესარჩევი კონკურსი

30 აგვისტო 2017, 00:00 2620 ნახვა

ხულოს  დრამატული და ბათუმის თოჯინების თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესახებ აჭარის განათლების მინისტრის გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია. ასევე უცნობია რას გადაწყვეტს მინისტრი სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ბათუმის თოჯინების თეატრს უკავშირდება და რომელის დეტალებზეც  კომისიის წევრები კონკრეტულად არ საუბრობენ.

სამინისტროში გუშინ გვითხრეს რომ ინფორმაციას დღეს დილით მოგვაწვდიდნენ, თუმცა უწყებაში კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება. პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევმა  სარეკომენდაციო საბჭომ მხარი ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მოქმედ სამხატვრო ხელმძღვანელს როინ სურმანიძეს დაუჭირა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის შემთხვევაში კი ახალი კადრი შეარჩია და არჩევანი ექსპერიმენტული თეატრის ხელმძღვანელზე, გიორგი ჩხაიძეზე გააკეთა. კანდიდატების სია აჭარის განათლებისა მინისტრს გადაეგზავნა, რომელმაც მათი დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 2 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსში 5 კანდიდატი მონაწილეობდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი