ქედაში ტყეკაფებთან მისასვლელი გზების მოწყობა მიმდინარეობს. უკვე დასრულდა გზის გაყვანა 14 მიმართულებით. ქედის სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სულ 5600 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
დარჩენილია მხოლოდ სამი მიმართულება. სამუშაოები თებერვალში დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. საშეშე ფონდი ქედაში 18 ათას 400 კუბურ მეტრს შეადგენს.