ქობულეთში თხილით მოვაჭრეების ნაწილი თხილს აღარ იბარებს. მიზეზად უხარისხობა სახელდება. ამბობენ, რომ ფულის გადახდა არ უღირთ, რადგან დაზიანებული თხილის მოსავალს შემდეგ საწარმოები არ იბარებენ. ვითარებაში გასარკვევად…დღეს ადგილზე ჩავიდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. აღასანიშნავია, რომ საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის აჭარაში, თხილის მოსავალი აზიურმა ფაროსანამ დააზიანა.