ადგილზე 60-მდე მეხანძრე და რეინჯერია მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ რთული რელიეფური პირობების გამო სტიქიის ზონაში ტექნიკის მიყვანა ჯერ ვერ ხერხდება. მათივე ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირება რამოდენიმე საათში მოხდება, ხანძრის დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საშიშროება კი არ არსებობს.
დუშეთის რაიონის სოფელ თვალივში ცეცხლი გუშინ გაჩნდა და მისი ლოკალიზება გუშინვე მოხერხდა, თუმცა ქარმა რამოდენიმე კერა ისევ გააღვივა.