დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა

23 აგვისტო 2017, 00:00 2140 ნახვა

კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა ცოტა ხნის წინ ბათუმში, გორგილაძის და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში, ფეხით მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გულ-მკერდის დახურული დაზიანებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების ინფორმაციით ქუჩაზე ქალი და მამაკაცი ერთად გადადიოდნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ჯიპი ქალს დაეჯახა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი