შეხვედრა მშვილდოსნებთან

10 ივნისი 2016, 00:00 3329 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მშვილდოსნებსა და აჭარის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს უმასპინძლა. ავთანდილ ბერიძემ ხათუნა ნარიმანიძეს ევროპის ჩემპიონატზე მეორე საპირიზო ადგილის მოპოვება მიულოცა. მშვილდოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის ლიცენზია მიიღო. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კომპანია "სვეტმა" ხათუნა ნარიმანიძეს საჩუქრად ბინა გადასცა. ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმავე საცხოვრებელ კომპლექსში აჭარიდან კიდევ 5 წარმატებული სპორტსმენი დასაჩუქრდება.

ამავე კატეგორიაში