ატენის ხეობაში ხანძრის კერების ნაწილი ლოკალიზებულია

23 აგვისტო 2017, 00:00 2463 ნახვა
ატენის ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გახდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გავლებულია ხნული და საცხოვრებელ ტერიტორიებზე ცეცხლის გაჩენის საშიშროება არ არსებობს. შესაბამისად, მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გახდა. ატენის ხეობაში ხანძრის კერების ნაწილი ლოკალიზებულია. თუმცა ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ დარჩენილია. "მოამბის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია და დაახლოებით ჰექტარნახევარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. რთული რელიეფის გამო, მეხანძრეების ნაწილს უჭირს კონკრეტულ ცეცხლის კერებზე მისვლა, ამიტომ ამ ადგილებში მოსახლეობა საკუთარი ძალებით მუშაობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი