“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდება

21 აგვისტო 2017, 00:00 2747 ნახვა

‘’ნაციონალური მოძრაობის’’  ბრალდება მმართველ გუნდს. ოპოზიცია  ‘’ქართულ ოცნებას’’  წინასაარჩევნოდ კერძო კომპანიებზე სავარაუდო ზეწოლაში ადანაშაულებს.  მათი განცხადებით, ქართული ოცნება ე.წ. ‘’ჭაობის დასახლებაში’’ რეაბილიტაციის პროექტში ჩართულ კომპანიებს ქუჩების მოასფალტების დაჩქარებას სთხოვს.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში გრუნტი მზად არ არის სამუშაოების ჩასატარებლად და მაღალია რისკი, რომ სამუშაოები ხარვეზებით განხორციელდეს. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს საკრებულოს თავმჯდომარე. ლაშა სირაბიძის თქმით, ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი სამშენებლო ნორმების დაცვით მიმდინარეობს.     

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი