ხულოში ვაშლოვანის სოციალურ სახლში დარჩენილ 14 ბინაში ფართების გადაცემისთვის ბენეფიციართა განცახდების მიღება დასრულდა.
გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის ინფორმაციით ფართის მისაღებად შექმნილ სპეციალურ კომისიაში სულ 21-მა ოჯახმა შეიტანა განაცხადი, ამ ეტაპზე აღნიშნული ოჯახების შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბენეფიციართა მდგომარეობას სამთავრობო კომისიაზე იმსჯელებენ და ეკომიგრანტებისთვის ბინების გადაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. სოფელ ვაშლოვანში, 72 ბინიანი საცხოვრებელი ბინები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით აშენდა. ტერიტორიაზე სულ 6 სართულიანი შენობა განთავსდა. სოციალური სახლი ბიუჯეტიდან 3, 5 მლნ ლარით დაფინანსდა.