ბათუმში ქართული სიგარისა და ღვინის საპრეზენტაციო სივრცე გაიხსნა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ქართული წარმოების თამბაქო და სასმელი.
საპრეზენტაციო სივრცე ქედის მუნიციპალიტეტში წარმოებული პროდუქციის წარმოჩენისა და რეალიზაციის მიზნით შეიქმნა. ტურისტებსა და ადგილობრივებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე ეხილათ პროდუქციის მზადების ტექნოლოგიური პროცესი.