ტერაქტი  ბარსელონაში

18 აგვისტო 2017, 00:00 3180 ნახვა

 ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ დაკავებული დრის უკაბირის ძმაა. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა კი „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ქვეიტთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

ტერაქტის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა. ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. ესპანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი