ამ დრომდე ვერ ხერხდება, სამედიცინო ცენტრ “მედინადან” გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქის დედაქალაქში ტრანსპორტირება.
მიზეზი მისი ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, დაშავებულს სხეულის თითქმის სრული დამწვრობა აქვს მიღებული. მეორე დაზარალებული კი მკურნალობის კურს თბილიში გადის, მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.