ამ წუთებში მაშველები ქობულეთში ზღვაში 26 წლის ახალგაზრდა კაცს ეძებენ

16 აგვისტო 2017, 00:00 3517 ნახვა

ამ წუთებში მაშველები  ქობულეთში  ზღვაში  26  წლის ახალგაზრდა კაცს ეძებენ.  იგი დასასვენებლად ოჯახთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა. მშობლების ინფორმაციით, ის ბოლოს მეგობრებს  ტელეფონით ესაუბრა  და უთხრა რომ წყალში  სიმაღლიდან  აპირებდა გადახტომას,  რის შემდეგაც ზღვაში გაუჩინარდა. სანაპიროზე მისი პირადი ნივთებია დატოვებული.  მაშველებთან ერთად  ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში