ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა 27 მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ურეკში, წყალზე მაშველებმა, 25 პირი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს, მათ შორის 5 მოზარდი იყო.
ბათუმში კი 2 მოქალაქე გადაარჩინეს. ასევე სანაპირო ზოლზე დაკარგული 6 პატარა მშობლებს უვნებლად დაუბრუნდა.