დღეს დილით, შავი ზღვის სარფის აკვატორიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავებმა 33 წლის ქალი ზღვიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს.
ერთ-ერთი ვერსიით, დაღუპული ზღვაში გვიან ღამით შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.