მდინარი ბებიაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

10 აგვისტო 2017, 00:00 2084 ნახვა

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე მდინარი ბებიაშვილი სამხედრო პატივით გააცილეს. ქართველი მეომარი, ავღანეთში 3 აგვისტოს, ტერორისტის თავდასხმას ემსხვერპლა. 

უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. იგი  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა, ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების მისიაში  კი სამჯერ  მონაწილეობდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი