ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს დღეს დაკრძალავენ

10 აგვისტო 2017, 00:00 3536 ნახვა

ქართველ ჯარისკაცს, რომელიც ავღანეთში ტერორისტის თავდასხმას ემსხვერპლა დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში  დილიდან მიმდინარეობს. ქართველ გმირს ტაძრიდან  რამდენიმე წუთში  გამოასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოზე   სოფელ მარტოთუბანში სამხედრო წესით დაკრძალავენ. 

უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. იგი  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა, ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების მისიაში  კი სამჯერ  მონაწილეობდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი