მგზავრები ქედა - ბათუმის სამარშრუტო ტაქსებში არსებულ პირობებს აპროტესტებენ. ფიქსირებული გრაფიკის არარსებობის გარდა, მათ ხშირად ფეხზე დგომაც უწევთ.
მძღოლები ორი უკიდურესობის წინაშე დგანან, ხან მგზავრები იმდენად ცოტა ჰყავთ რომ საწვავის ხარჯვა არ უღირთ, ხან იმაზე მეტი ვიდრე სავარძელია. პირველ შემთხვევაში მგზავრთა უფლებები, მეორეში კი უსაფრთხოების ნორმები ირღვევა.