მთაწმინდაზე ხანძარია

08 აგვისტო 2017, 00:00 2381 ნახვა

თბილისის მერი დავით ნარმანია მთაწმინდაზე იმყოფება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა. 
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლი ტყის მასივს ისეთ ადგილზე უკიდია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დავით ნარმანიას ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, შესაძლოა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.

ამასთან, მთაწმინდის პარკს დამსვენებლები ტოვებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთაწმინდის პარკის თანამშრომელმა განუცხადა, პარკის ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელებული არ არის, თუმცა, ძლიერი კვამლია. პარკში ევაკუაცია ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა, თუმცა, დამსვენებლები ტერიტორიას საკუთარი ინიციატივით ტოვებენ.

მთაწმინდაზე ხანძარია. ამ წუთებში, ცეცხლის ჩაქრობას 70 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. შსს ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს კი საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი დაახლოებით საათნახევრის წინ გაჩნდა. მიზეზები უცნობია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი