რუსეთ საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირის, ფრიდონ თურმანიძის საფლავი დროშებითა და გვირგვინებით შეამკეს ქედაში. სოფელ მერისში მცხოვრები ფრიდონ თურმანიძე 10 აგვისტოს დაიღუპა.
ფრიდონ თურმანიძე ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოვებული. მისი სახელი აქვს მინიჭებული სოფელ მერისის საჯარო სკოლას, სადაც იგი სწავლობდა. ფრიდონ თურმანიძეს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გმირის ოჯახს ყოველწლიურად ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3 ათასი ლარი, ხოლო გამგეობისაგან 500 ლარი გადაეცემა.