,,საქართველოს საზღვრები მთელი კაცობრიობისთვის უცვლელია და ამაში ჩვენ ვდგავართ არამარტო ჩვენს პარტნიორებთან”- განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ადმინისტრაციის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი მაქსიმალური ძალისხმევა უნდა დაიხარჯოს, რომ ქვეყანა გაერთიანდეს. განცხადებები გაკეთდა რუსეთის ქმედებებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზეც.