ბათუმში მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

07 აგვისტო 2017, 00:00 4206 ნახვა

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში უკვე აღარ ცხოვრობენ, თუმცა მეპატრონეს ავეჯი შენობიდან ამ დრომდე არ გაუტანია.

სახლთან ახლოს მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება. მელიქიშვილის 73 ნომერში 12 სართულიან კორპუსს შპს „ბაკური“ აშენებს. ნატაშა აგაჯენიანის ოჯახს კი, რომლის საცხოვრებელი სახლის კედელიც ჩამოინგრა ხელშეკრულება სხვა ინვესტორთან აქვს გაფორმებული. ამ კომპანიამ, ის დროებით ქირით გაიყვანა. შენობის დაცლის ვადა კი 21 სექტემბრამდე მისცა. 

„კომპანია, რომელმაც კორპუსი უნდა ააშენოს,  ჩემთვის დრო არ მოუცია. გადასვლა არ გვაცადა ფუნდამენტის გათხრა ისე დაიწყო, რის გამოც სახლის კედელი ჩამოიშალა.  ავეჯის ნაწილი გამოვიტანეთ, ნაწილი კი მეორე სართულზე  დარჩა, სადაც კიბე ჩამოინგრა.  დროებით სხვა ბინაში გადასასვლელად კი ჩემს  ინვესტორს  ვადა 21 სექტემბრამდე ჰქონდა მოცემული“ - ამბობს ნატაშა აგაჯენიანი. 

 შპს „ბაკურის“ წარმომადგენლები ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით, ოჯახი რამდენჯერმე თავადაც გააფრთხილეს, თუმცა ნატაშა აგაჯენიანმა თხოვნის მიუხედავად, სახლი ამ დრომდე არ დაცალა. „ვთხოვდი  გადასულიყვნენ, რადგან სიძველის გამო იყო საფრთხე, რომ სახლის ფასადი ჩამოინრეოდა. გუშინ  ავეჯის ნაწილი გადავატანინე. ამ ქალს პუშკინის ქუჩაზე ბინა მიღებული აქვს, ბავშვები იქ ყავს გადაყვანილი. 15 გაფრთხილების მიუხედავად, სახლი ვერ დავატოვებინეთ“ - ამბობს გურამ კონცელიძე. 

   

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი