თურქეთში ავარიის დროს დაშავებული ქართველი საავადმყოფოშია

05 აგვისტო 2017, 00:00 2646 ნახვა

თურქეთის ჩრდილოეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებულებს შორის ერთი ქართველი ქალია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.  ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,თურქული ენტევეს" ცნობით, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა 36 კი დაშავდა. შემთხვევის ადგილას მობილიზებულმა სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადებმა დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს. ინციდენტი პროვინცია ამასიაში მოხდა. ავტობუსი, რომელიც სტამბოლიდან სამსუნის მიმართულებით მოძრაობდა, ქალაქ მერზიფონში გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი