არაღიარებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 3 დღით კეტავს. ,,სპუტნიკ ოსეთიას" ცნობით, დეფაქტო ცხინვალმა 6 აგვისტოს საღამოს 8 საათიდან ე.წ. საზღვრის დროებით ჩაკეტვის გადაწყვეტილება 2008 წლის კონფლიქტის მემორიალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრეს - სამსახურის ინფორმაციით, დეფაქტო რესპუბლიკაში კონფლიქტის მეცხრე წლისთავს აღნიშნავენ. ე.წ. გამშვები პუნქტები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 9 აგვისტოს დილის 7 საათიდან დაიწყებს.