ტენდერი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად

05 აგვისტო 2017, 00:00 2652 ნახვა

ქედის გამგეობამ ტენდერი 20 ათას ლარზე წყლის მილების შესყიდვისათვის გამოაცხადა. წყლის მილებს ძირითადად ზენდიდი, ხუნკუდის, გულებისა და ზესოფლის მაცხოვრებელს გადასცემენ. ანუ იმ სოფლებში, სადაც წყლის ახალი სისტემა აშენდა.

თუმცა მანამდე სპეციალური კომისია ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის. გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის განმარტებით წყლის მილი იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომლის წყლის სისტემაც უფრო მეტადაა დაზიანებული. წყლის მილის მოთხოვნით გამგეობაში 65 განცხადებაა შესული. სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით ყველა მათგანის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი