ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქვეითებს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია ერთი ქალი და ორი ბავშვი. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მედიკოსების წინასწარი ინფორმაციით, მას თავის ტრავმა აქვს. რაც შეეხება ბავშვებს, ისინი მსუბუქად არიან დაშავებულები და მათ ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსებენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქვეითები ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ. დაშავებულები ტურისტები არიან, ისინი ბათუმში დასასვენებლად ყაზახეთიდან ჩამოვიდნენ.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები. მიმდინარეობს გამოძიება, საქმე აღძრულია 267-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.