ავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ

04 აგვისტო 2017, 00:00 2014 ნახვა

უმცროსი სერჟანტი,  26 წლის მდინარი ბებიაშვილი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირების დროს  თავდასხმას ემსხვერპლა. იგი 26 საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 7 წელი მსახურობდა. ავღანეთში  კი უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების მისიაში ორჯერ მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

თავდასხმის დროს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამი ქართველი ჯარისკაციც დაშავდა. მათგან ერთის, კაპიტან მიხეილ  გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ხარშილაძის კი დამაკმაყოფილებელი. სამივე მათგანი ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალშია მოთავსებული. ავღანეთში უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიას ტელეფონით ესაუბრა და სამძიმარი გამოთქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი