ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაზარალებულია 5 ოჯახი. ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ბრიგადა ცდილობდა. დაშავებულები არ არიან.
გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს რაც ნივთის დაზიანება - განადგურებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.