ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა ქობულეთი ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე

04 აგვისტო 2017, 00:00 6797 ნახვა

ქობულეთი ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მანონი ბასილიძის თქმით, დაზარალებულებს პირველადი დახმარება უტარდებათ, მათ მოტეხილობები აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაც, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი