რამდენიმე თვეში ხულოში, სოფელ რიყეთში თემის სახლში ეთნოგრაფიული კუთხე გაიხსნება. უკვე შესყიდულია მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ნივთები. პროექტს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ”ინტელექტი” ახორციელებს.
ხულოში ამ დროისთვის, სულ 3 მოქმედი მუზეუმია, მათ შორის ერთ-ერთი მხარეთმცოდნეობის. აქ დასაქმებულები ამბობენ, რომ სოფლებში დამთვალიერებლისთვის საინტერესო არაერთი ნივთი ინახება, თუმცა მწირი ბიუჯეტის გამო შესყიდვას ვერ ახერხებენ.