ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა

02 აგვისტო 2017, 00:00 2161 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა. ,,სპუტნიკ აფხაზიას" ცნობით, სოფელ პრიმორსკში მომხდარი აფეთქების გამო , პერიმეტრიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. 
დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ. აფეთქების ადგილას მისასვლელ გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. 


ბესლან ბარციცის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. შემთხვევის ადგილას დე-ფაქტო აფხაზეთის თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი