ბათუმში, ღამის კლუბში პოლიციელი დაჭრეს

02 აგვისტო 2017, 00:00 6303 ნახვა

ერთ-ერთ ღამის კლუბში სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, საქმე 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ დაჭრილი კაცი, რომელიც პოლიციელის ფორმაში იყო, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში, პოლიციელის დაჭრის ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი