ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე ავტოსადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი არ არის. ადგილობრივები ქვეითებისთვის ზებრა გადასასვლელისა და შუქნიშნის დამონტაჟებას ითხოვენ.
მათი თქმით, შექმილი სიტუაცია ფეხით მოსიარულეებისთვის უსაფრთხო არ არის, ორი კვირის წინ ამ მონაკვეთზე ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა. გამგეობაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელს მომავალ წლამდე ვერ დახაზავენ, რადგანაც მანამდე ქუჩის სრული რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს.