ხულოში, ტურისტულ ობიექტებს ახალი მარშრუტი მწვანე ტბა, გოდერძი - ბეშუმის მიმართულებით დაემატა.
სტატისტიკური მონაცემებით, ხულოს ტურისტულ საინფორმაციოს ცენტრს იანვრიდან - ივლისამდე ათას 109 ვიზიტორი ეწვია. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტურისტები ძირითადად ხულოს ბაგირით, ხიხანის ციხით და ადგილობრივი კერძებით ინტერესდებიან.