არეულობასა და პოლიციელებზე თავდასხმაში, 11-12 მარტის საქმეზე ბრალდებულებიდან მხოლოდ 6 პირი რჩება ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გარეშე. ჯერ - ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი.
ცნობილია რომ დღეს ერთ წლიანი და წელიწადნახევრიანი რეალური პატიმრობის, ასევე 3 წლიანი პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ შეთანხმებას ხელი მოაწერა 9 ბრალდებულმა. აქედან ერთ-ერთი ის პირია, რომელმაც აქციის ორგანიზებაში ბრალდებულის მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. მარტის მოვლენებისას ბათუმში სამართალდამცავებმა 70-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, სისხლის სამართლის საქმეზე სულ 21, აქედან ორი ორგანიზებაშია ბრალდებული, ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.