ზურაბ პატარაძემ  ფორუმის  წევრებს  სიტყვით  მიმართა

19 ივლისი 2017, 00:00 3298 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალსა და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

“დღეს აჭარაში ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო  პირობებია შექმნილი. ინვესტიციების სწრაფი ზრდა აღინიშნება. 2016 წელს კერძო ადგილობრივმა და უცხოურმა ინვესტიციებმა 428 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც 71% უცხოური ინვესტიციაა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  17 %-იან ზრდას მიუთითებს.  აღსანიშნავია, რომ რეგიონში ინვესტიციების კუთხით ლიდერობს ენერგეტიკის, ტურიზმისა და სამშენებლო ბიზნესის სექტორები.” - განაცხადა ზურაბ პატარაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, აჭარაში უკრაინიდან ვიზიტორების რიცხვი მზარდია. 

“განსაკუთრებით მზარდი დინამიკა გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში. ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ობიექტების  და საჰაერო ფრენების რაოდენობა. მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, წლევანდელ სეზონზე უკრაინიდან კვირაში 14 ავიაფრენა ხორციელდება. ტურისტული ნაკადის მხრივ, უკრაინა უცხოური ქვეყნების ჩამონათვალში მუდმივად ლიდერობს. დღევანდელი ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას კიდევ ერთხელ გავაცნოთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნების საინვესტიციო პოტენციალი და ხელი შევუწყოთ ახალი ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სამომავლო თანამშრომლობას.”- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი