პეტრო პოროშენკო: “ეს ფორუმი გააფართოვებს კავშირებს, ხელს შეუწყობს სასარგებლო პროექტების რეალიზებას”

19 ივლისი 2017, 00:00 3473 ნახვა

“ეს ორი დღე იყო ყველაზე ნათელი ჩემს ცხოვრებაში. მივიღეთ უპირობა დადასტურება სტრატეგიული ურთიერთობის და დასტური ერების სტრატეგიული თანამშრომლობის. გავიდეთ  გარეთ  თბილისში,  ბათუმში, სვანეთში  და ვკითხოთ ხალხს უკრაინელთა მიმართ დამოკიდებულება, ჩვენზე ახლოს არავინ არსებობს ამაში დამარწმუნა ამ ვიზიტმა. … ერთობლივი გამოწვევები ქმნიან მებრძოლ, მშენებელ ქვეყნებს.

პირველი, რაც გავაკეთე ჩემი არჩევისას ბრიუსელში ქართველებთან ერთად ხელი მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს, ჩავატარეთ ბევრი რეფორმა უკრაინამ და საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა. არ გავამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა - ეს არის საბოლოო დამშვიდობება  რუსულ იმპერიასთან. ჩვენ ვბრუნდებით ევროპული ერების ოჯახში” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას. 

პეტრო პოროშენკომ ყურადღება საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, სჯერა, რომ  ორი ქვეყანა ერთად ყოფნით გაიმარჯვებს. პეტრო პოროშენკოს განცხადებით უვიზო მიმოსვლის შემდეგ უკრაინის ტურისტებს შეუძლიათ შენგენის ზონის ქვეყნებში დაისვენონ თუმცა ისინი არჩევანს საქართველოზე აკეთებენ, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. “ჩვენ მივედით მავთულხლართებთან და ვნახეთ ადამიანები რომლების ბაღზეც არის მავთულხლართი გავლებული  და ის ჩვენ თვალცრემლიანი მოგვმართავდა,  რამე გააკეთეთ ასე არ უნდა გრძელდებოდესო  - დამიჯერეთ, ეს ძალინ ძლიერი მოტივაცია, იმისთვის  რომ მტკიცედ ვიმოქმედოთ, რომ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები და აღვადგინოთ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი.  მე მეკითხებოდნენ რა არის ამისთვის საჭირო - ამისთვის საჭიროა ხალხის ერთიანობა,  მსოფლიოს ერთიანობა აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს და უკრაინისადმი სოლიდარობა.

კიდევ რა არის საჭირო? - ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები  ქვეყნების რეფორმირებისას. ბატონმა გიორგიმ სწორად თქვა, მე სავსე ვიყავი ემოციებით საოკუპაციო ხაზთან - ეს არ არის საოკუპაციო ხაზი, ეს არის უფსკრული,  რომელიც ყოფს ორ სამყაროს - მომავლის, დემოკრატიის, სამყაროს, სამყაროს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების, სადაც 25 პროცენტით მეტი ტურისტი ჩამოდის. არის უვიზო მიმოსვლის  ქვეყნები, მაგრამ არა ჩვენ საქართველოში მივდივართ და ეს სწორი გადაწყვეტილებაა” განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი