ბათუმში სუვენირების ახალი ჯიხურები განთავსდება

07 ივნისი 2016, 00:00 5168 ნახვა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სავაჭრო ჯიხურების საწყისი წლიური ფასი 250 ლარი იქნება. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ის ჯიხურები, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, თუმცა თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, ქალაქის იერისთვის შეუსაბამოა, ახალი თანამედროვე დიზაინის ჯიხურებით შეიცვლება. ასეთი  სულ 25 ჯიხურია დამზადებული, ამ ეტაპზე კი  ქალაქში 50- მდე ჯიხური ფუნქციონირებს. საკრებულოს წევრთა ნაწილი ფიქრობს, რომ რაოდენობრივად მცირეა ახალი ჯიხურები და ეს მოვაჭრეებში უთანხმოებას გამოიწვევს. ქალაქის მერს ეძლევა საშუალება პირდაპირი მიყიდვის წესით გასცეს ჯიხურები იმ შემთხვევაში თუ მოვაჭრეები შეთანხმდებიან და ერთ ჯიხურში სუვენირების რეალიზაციას რამდენიმე მოახდენს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აუქციონი გამოცხადდება, რომლის შემდეგაც შესაძლოა ჯიხურებით სარგებლობის წლიური ფასი გაიზარდოს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში