აჭარაში 100 წელს გადაცილებული 32 ადამიანი ცხოვრობს. ქედაში., სოფელ ახოში მცხოვრებ ფატყუმე ბოლქვაძეს ასი წელი გუშინ შესრულდა. 10 შვილი, 23 შვილიშვილი, 34 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. იგი ომისა და შრომის ვეტერანია. 100 წელს გადაცილებულები სახელმწიფოსგან საჩუქრად ერთჯერადად 1000 ლარს იღებენ.