პაციენტის გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის

10 ივლისი 2017, 00:00 2969 ნახვა

რეფერალურ საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის.  უწყებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ წერილს დღეს გაუგზავნის, მანამდე კი სატელეფონო შეტყობინება სააგენტოში უკვე შევიდა. იმისთვის რომ სააგენტოს თანამშრომლებმა სამედიცინო დაწესებულებაში შექმნილი ვითარება შეისწავლონ მათ სასამართლოს დადგენილებაც სჭირდებათ.

რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 34 წლის ნინი კაცაძის ახლობლები საავადმყოფოს მედიკოსებს გულგრილობაში ადანაშაულებენ.  მათი ინფომრაციით, პაციენტს კუჭზე გეგმიური ოპერაცია ორი თვის წინ რეფერალურ საავადმყოფოში გაუკეთდა, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუარესდა და  კვლავ საავადმყოფოში აღმოჩნდა. საპირისპიროს ამტკიცებენ კლინიკის ხელმძღვანელი პირები და განმარტავენ, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში იშემიური ინსულტით შეიყვანეს, რაც ორი თვის წინ ჩატარებულ ოპერაციასთან, კავშირში არ არის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი