გზის რეაბილიტაცია

09 ივლისი 2017, 00:00 1966 ნახვა

ქედა-მერისი-ნამონასტრევის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის დარჩენილია გვერდულების შევსება და გზის დახაზვითი სამუშაოები.

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით პროცესი ხვალ დასრულდება. სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მისი ღირებულება 771 770 ლარია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი