ზურაბ გორგილაძის ხსოვნის საღამო

07 ივლისი 2017, 00:00 3163 ნახვა

შუახევის კულტურის სახლში პოეტ ზურაბ გორგილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. წაიკითხეს პოეტის ლექსები და მისი ცხოვრებისეული ეპიზოდები გაიხსენეს.  ღონისძიებას მწერლები და პოეტის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.  მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები „შუახევი“, ფესვები“, ''ნაია'', ''ჭვანა'' და ''მარეთი''.  პოეტმა სიცოცხლეში 16 კრებული გამოსცა.

მისი გარდაცვალების შემდეგ კი 3 წიგნი დაიბეჭდა. იყო საქართველოს მწერლთა კავშრის წევრი, მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი. 
 

ამავე კატეგორიაში