ბეშუმში ნაგავსაყრელი გაუქმდა

06 ივლისი 2017, 00:00 3455 ნახვა

კურორტ ბეშუმში არსებული უკანონო ნაგავსაყრელი  გაუქმდა. ტერიტორიაზე დაგეგმილია რეკრეაციული ტყის განვითარების პროექტის განხორციელება.  ინიციატივა პროექტების „ტყის მართვა” და „ნარჩენების ტექნოლოგიები საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

ხულოს მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი არ არსებობს, ამიტომ ბეშუმიდან - ბათუმის მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე ნარჩენებს ბათუმის სანდასუფთავების ავტომობილებით გაიტანენ. კურორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ნარჩენების მართვისთვის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა ნაგვის ურნები. ბეშუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივლისს იხსნება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი