საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2017 წლის ივნისში 666 493 ვიზიტორმა გადაკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 28,5 %-ით მეტია. ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან განხორციელდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის კუთხით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება. 2017 წლის იანვრიდან ივნისამდე, ჩვენს ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ვიზიტის, 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს. ქვეყანაში 2 996 170 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 13,4%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტით კი საქართველოში 1 309 982 მოქალაქე ჩამოვიდა.
სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ავრცელებს.