ქობულეთის პლაჟი და ადგილი რომელიც კუნძულს დაემსგავსა. მართალია თამარის სანაპიროზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა, თუმცა კვლავ მოუწესრიგებელია მეგობრობის ქუჩის გასწვრივ არსებული პლაჟი.
აქ ზღვას მდინარე კინტრიში უერთდება. დარღვეული კალაპოტის გამო მდინარე გაიყო და ნაწილობრივ დაჭაობდა.სარეველა ბალახებისგან პლაჟის გასათავისუფლებლად, გამგეობას ჯერ არ ჰქონდა საკმარისი საცელი აპარატი, რაც უკვე შეუძენია. ახლა კი მდინარის კალაპოტის მოსაწესრიგებლად საჭირო ტექნიკა გაუფუჭდა.