ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ პლაჟზე წყლის გუბე დგას, რომელიც დაჭაობებულია. მდინარე კინტრიშის კალაპოტი დარღვეულია, რის გამოც სანაპირო ზოლის ერთ მონაკვეთში წყალი ყოველწლიურად გროვდება.
მოსახლეობის განცხადებით, ცენტრალური გზიდან პლაჟზე გადასასვლელები წელს ბალახისგან არ გაწმენდილა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემების გამო დამსვენებლები ვერ მიიღეს.