ძალადობა ოჯახში- ესტონელი ექსპერტების ტრენინგი

03 ივლისი 2017, 00:00 3957 ნახვა
00:00
00:00

“ოჯახური  და  ბავშვთა  მიმართ  ძალადობა” – ამ საკითხებზე სასაუბროდ ბათუმში ესტონელი ექსპერტები იმყოფებიან. ისინი გამოცდილებას პედაგოგებს, სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს, პოლიციელებს, უფლებადამცველ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უზიარებენ.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება მსხვერპლის მხარდაჭერის პროცესში მონაწილე ყველა სტრუქტურის უფლებამოსილება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეაგირების ესტონური მოდელი. სემინარი ორ დღე გაგრძელდება.  შეხვედრა  ასოციაცია “ერთმანეთისთვის” პროექტის  ფარგლებში  იმართება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი