150 ათასი ლარით გაიზარდა ავარიულ სახლებში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი. პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებმა ხულოს გამგეობაში მოქმედ სპეციალურ კომისიას უნდა მიმართონ.
ამ ეტაპზე კომისიაში 100-მდე განცხადებაა შესული. აღნიშნული პროგრამა ხულოს მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს, ამ დროსი მანძილზე, საცხოვრებელი 23 სოციალურად დაუცველს ოჯახს გადაეცა.